Страницы

суббота, 1 ноября 2014 г.

„ზეცას შახენეო აპარეკავ“

  


  ალბათ ყველას გექნებათ მონასმენი ალუდა ქეთელეაურის „ზეცას შახენეო აპარეკავ“. ამ სიმღერის მოსმენის შემდეგ დავინტერესდი გამეგო რას ნიშნავდა სიტყვა სწორფერი, მერე ტრადიციის შესახებ შევიტყვე, გავიგე ხევსურეთში წაწლობა ანუ სწორფერობა როგორი გავრცელებულიც ყოფილა და საოცარი სურვილი გამიჩნდა ამ თემაზე დამეწერა მოთხრობა. მოკლედ ერთი თვეა ამასთან დაკავშირებით ყველაფერს ვიკვლევ და აი ახლა კი მზად ვარ მოვყვე ამბავი, რომელიც მე მოვიგონე და დავასრულე ოცნებებში. მანამ სანამ კითხვას დაიწყებდეთ მოუსმინეთ ალუდას ამ სიმღერას შემდეგ ლინკზე ____ https://www.youtube.com/watch?v=LNQEXwixeEE

ხოლო აი განმარტება იმისი თუ რაა სწორფერობა : სწორფრობა ხევსურეთში გავრცელებული წესია, რომელსაც ძმობილობასაც უწოდებენ. როდესაც ქალ-ვაჟნი ასაკში ჩადგებიან, ირჩევენ თავიანთ სწორფერს. არჩევანი პირად მოწონებაზე და სიყვარულზეა დამოკიდებული. თუ ქალ-ვაჟს ერთმანეთი მოეწონათ, ვაჟი ქალს ძმობას ეტყვის და ამის შემდეგ მათ შორის დაიწყება სწორფრობის რომანტიკა. სწორფერობენ ერთი თემისა და გვარის ქალ-ვაჟნინათესავთა შორის სწორფრობა იშვიათია. სწორფერ ვაჟს უნდა ახასიათებდეს რაინდობა და ნაძმობი ქალისადმი თავდადება და ერთგულება.
ძმობილობა ტრფიალი პირველ ხანებში გამოიხატება მოკითხვა-საჩუქრებში. სწორფერი ქალები თავის ძმობილს უქსოვს და უქარგავს საბეჭურს, საწვივეს, სათამბაქოეს და სხვა. ვაჟი კი თავის ძმობილ ქალს უძღვნის მძივებს, ღილ-ქინძისთავებს, ვერცხლის სამკაულს და სხვა.
ამას ჩქარა მოჰყვება გამიჯნურებულ სწორფერთა წოლა. წვებიან ჭერხოში და ვაჟთან ქალი მიდის, რომელსაც ძმობილთან ერთიმინა“ (ბოთლი) არაყიც უბით მიაქვს. ვაჟი თავს მოიმძინარებს, ქალი გამოაღვიძებს მას და არაყს შეასმევს.
ახლად შეყრილი სწორფერნი ერთმანეთს ძლიერ მორიდებით ეალერსებიან. შეიძლება კოცნა, ხვევნა-ალერსი და ძმობილის მკლავზე წოლა. გულმკერდი სწორფერებს ერთმანეთზე აქვთ მიკრული, ფეხები და მუცელი კი მოშორებით უნდა დაიჭირონ. ქალის ფარაგისა და საყელოს ღილის შეხსნა არ შეიძლება, რაც ვაჟკაცს უნამუსობაში ჩეთვლება; ასეთ სწორფერს დანდობილი ქალი მოიძულებს და სათემოდ შეარცხვენს.

მოკლედ აი ეხლა კი მოვყვები :

დილაუთენია გააღვიძა მამლის ყივილმა, სასწრაფოდ ზეზე წამოხტა ჩაიცვა და სახლიდან გამოვარდა,  ცეცხლისფერი დალალები ქარში ფრიალებდა, ნიავი სახეზე სასიამოვნოდ ელამუნებოდა, გოგონა მირბოდა , არ ჩერდებოდა თითქოს ბუნებას თავის სიხარულს ამცნობსო.   სადღაც მიიჩქაროდა.  მალე შეამჩნია მისი უფროსი ძმა და სწრაფად მივარდა.    ისეთი სიჩქარით დარბოდა კინაღამ შეეჩახა.
-ბათაკა ბოდიშს მაგიხდი, არ მინდოდა
-არუშავს მზევინარ, აგრე ადრე რამ აგაყენა ?
-ჰეი ბათაკა! მამალმა  უკვე დიდიხანია დაიყივლა!
- შენა სჯობია მაემზადო!
-რათა?
-რათა და უკვე დიდიხარ მზევინარ.  უკვე დრო ას
-რისი ბათაკა ?
-სწორფერ უნდა აირჩიო
-უკვე?
-დიახ მზევინარ წეს ას!
-კარგი ბათაკა
ისე უპასუხა იფიქრებდით ეწყინაო, სინამდვილეში კი თავის სიხარულს ძლივს მალავდა.  უკვე გაიზარდა, მაშ დრო მოსულა, უცებ  გაიხსენა სწორფერი ქალის მოვალეობაში რაც შედიოდა და წარბი შეკრა. მაშ უცხო კაცს უნდა ეხვიოს?  არა ესე როგორ შეიძლება... მაგრამ ეს ფიქრი მალე მოიშორა თავიდან მიხვდა რომ სასირცხო რო იყოს მისი ძმა არ გააკეთებინებდა, თანაც ეს ხომ წესია. მისი მომავალი სწორფერი იმ საღამოს  უნდა მოსულიყო. მზევინარს მთელსახეზე ალმური ასდიოდა.ბათაკას მეუღლე შუქია ღიმილით გადახედავს ხოლმე გოგონას რომელიც უკვე შიშით თრთთის.   საღამო ხანი დადგა,  მალე კარზე  დაკაკუნების ხმაც ესმა მზევინარს და სუნთქვა შეეკრა, ასე ეგონა ის საშიშროებამ, რომელიც თან დასდევს ყოველ ადამიანს ეხლა მთლიანად მოეყარა თავი და  გოგონასკენ მოიწევდა, მისი ძმაც კი ნებით  უღებდა კარს. მაგრამ აი გაიღო კარები და ოთახში  20-21 წლის ვაჟკაცი შემოვიდა და თითქოს უცებ გაუბრწყინდა სახე მზევინარს. თითქოს მისი დანახვისას ყველანაირი შიში გაუქრა და მიხვდა რომ ვერავინ ვერაფერს დაუშავებდა...
-სალამი  ბათაკავ
-ღმერთმა გადმოგხედოს აპარეკავ
-იცოცხლე ბათაკავ,
-მოდი დაგვეწვიე,  აბა შაქია, მზევინარ კაცს უჭმელ ნუ გაუშობთ.
მზევინარი სწრაფად წამოხტა და რძალს გაჰყვა,  გადაწყვეტილი ქონდა კაცის თვალში კარგი დიასახლისი გამოჩენილიყო, სულ წინ უტრიალებდა, მაგრამ ყურადღებას არავინ აქცევდა. მამაკაცები ბუხართან ისხდნენ და ყალიონს აბოლებდნენ, თან რაღაც თემაზე საუბრობდნენ . ნელ-ნელა  უფროდაუფრო ბრაზდებოდა ხევსური ქალი. ბოლოს ყელში ამოუვიდა შუქიასთან გავიდა
-შუქია წელი მამწყდა დანარჩენი შენ  დაუდგი
- კარგი მზევინარ მაგრამ სუფრაზედ შენ მოიპატიჟებ   - უთხრა შუქიამ და თან ეშმაკურად ჩაეცინა.
ქალებმა სუფრა გააწყვეს და კაცებიც მიიპატიჟეს, როგორც ყოველთვის დაიწყეს არყის სმა  და კარგა შეთვრნენ. როგორც ჩვენმა ქართველმა „ვაჟკაცებმა“ იციან დაიწყეს ერთმანეთის დალოცვა.   როცა მორჩნენ ისევ ბუხარს მიუსხდნენ და საუბარი გააბეს, ქალებმა სუფრა აალაგეს  და ისინიც შორიახლოს ჩამოსხდნენ.

                                                    ...
"იყო და არა იყო რა....  იყო პატარა მზევინარი და მისი მცველი მთასავით კაცი აპარეკა. "  სასაცილოა ასეთი გამოთქმები ჩვენთვის, მაგრამ მზევინარისთვის არა, მას ზუსტად ასე წარმოედგინა თავისი მომავალი,  დღეს აპარეკა მისი წაწალი უნდა გამხდარიყო. არყის ბოთლით ხელში, გზას ძლივსძლივობით მიიკვლევდა, თან გულში მხოლოდ ამ ფრაზას იმეორებდა "პატარა მზევინარი და მისი მცველი აპარეკა", ფიქრობდა რომ ასე უფრო რომანტიული გახდებოდა ყველფერი, გგონიათ არ იცოდა რომ  აპარეკა და ის ერთად ვერასდროს იქნებოდნენ?  იცოდა, მაგრამ არაინტერესებდა, მისთვის ახლა ყველაზე მთავარი იყო ის რომ აპარეკასთან მიდიოდა, ქვის ოღროჩოღრო კიბეები აიარა აპარეკა ჭერხოში უნდა დახვედროდა, გაბრწყინებული თვალები მოავლო იქაურობას ვერაფერი დაინახა, გული შეეკუმშა სად უნდა ყოფილიყო? შერცხვა,  არ ვარგოდა მამაკაცის ასეთი საქციელი.  ისედაც ეშინოდა და ეს რა სურპრიზი  დახვდა. ან კი.... ან ვინიყო მზევინარი ისეთი რომ აპარეკასავით  ვაჟკაც კაცს მოსწონებოდა და მისი წაწალი გამხდარიყო.  უცებ ქვევიდან ნაბიჯების ხმა გაიგო,შეშინდა, რა თქმა უნდა, ადრე ამოვიდა, ისე ჩქარობდა სულ დაავიწყდა რომ უნდა დაეცადა. ახლა რა უნდა ექნა? უნდა დამალულიყო სადღაც, ეს იცოდა მაგრამ სად ?   სწრაფად აირბინა ბანზე ასასვლელი კიბეები და  ლოდინი დაიწყო, დრო საშინლად იწელებოდა. აპარეკა ჭერხოში ამოვიდა და იქვე ქვის საწოლზე  წამოწვა მზევინარმა იცოდა რომ ცოტა კიდევ უნდა მოეცადა, მაგრამ ვერ ითმენდა, ბოლოს გულმა ვეღარ გაუძლო, არყის ბოთლს ხელი დაავლო და ქვევით ჩავიდა. ვაჟმა თავი მოიმძინარა, მზევინარი ნელა მიუახლოვდა  ხელი ნაზად მოჰკიდა და "შეაღვიძა", როგორც კი აპარეკამ თვალები გაახილა ქალს თითქოს დენმა დაარტყაო უკან გაიწია, მერე შერცხვა და არყის ბოთლი მიაწოდა.
-აჰა ვაჟავ გადაჰკარი
მამაკაცმა ნელა გამოართვა   ბოთლა და ჩაიღიღინა
"დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო, ღამე გავიტანათ საუბარით " მზევინარი გაწითლდა იმ სიბნელეშიც კი შეამჩნია აპარეკამ, ხანჯალი ამოიღო და საწოლის შუაში ჩადო. ამის დანახვაზე ქალს გული აუფართხალდა, თითქოს მოუნდა ის ხანჯალი სადღაც სხვაგან გადაეგდო.
-მოდი ქალაუ მანდ რას დამდგარხარ? გგონია რომა რამეს გავნებ?
-არა ვაჟავ მაგას ვერა გკადრებ
-მაშ რაის გეშინიან? მგელი ხომარვარ რომ შაგჭამო ?
 ვაჟის დაცინვაზე  მზევინარი უფრო აკანკალდა, ცოტა აკლდა ატირდებოდა, მშვენივრად იცოდა რომაპარეკა არაფერს ავნებდა, მაგრამ მაინც ვერ ბედავდა მასთან მიახლოებას, თითქოს მისთვის მიუწვდომელი იყო, ეგონა თუ შეეხებოდა ყველაფერი გაქრებოდა და როგორც ადრე ახლაც ისე იდგებოდა ფანჯარასთან და ისევ იტირებდა...ჰოდა გაბედა და ვაჟს მიუახლოვდა ხანჯლის მეორე მხარეს წამოწვა  კატასავით მოიკუნტა, აპარეკა ცოტა ხანს გაკვირვებული უყურებდა მერე გაეღიმა  და ისიც გადაბრუნდა, მიხვდა გოგონა ახლა არუნდა შეეწუხებინა
-ძილი ნებისა მზევინარ
-ძილი ნებისა აპარეკავ
მზევინარმა მაინც ვერ შეძლო ცრემლების შეკავება და ისევ ატირდა, ოღონდ ჩუმად, აპარეკას  მშვენივრად ესმოდა ქალის კვნესა, მაგრამ თითქოს განგებ არიღებდახმას, საშუალებას აძლევდა გოგონას ცრემლებში  ჩაეხშო თავისი დარდი



დილით როგორც წესი ადგნენ, მზევინარმა აპარეკას ხელ-პირი დააბანინა იმის ნიშნად რომ წინა ღამეს მათ შორის არაფერი მომხდარა. შუქია ეშმაკურად  აცეცებდა თვალებს აქეთ-იქით, მზევინარს გადახედავდა ხოლმე თან ეღიმებოდა,  რამდენიმეჯერმე მათი მზერა ერთმანეთს შეხვდა და მზევინარი ლამის სირცხვილით დაიწვა.სახეზე ალმური ასდიოდა ის არ ეყოფოდა რაც გუშინ დაემართა ? ახლა კიდევ მისი ძმის ცოლი ისე უყურებს გეგონება გუშინ საკუთარი თვალით ხედავდა მზევინარის შერცხვენას. მალე აპარეკა წავიდა, როცა კარები მოიკეტა  გოგონამ სული ამოითქვა.  მზევინარი მარტო დარჩა,შუქიამ გაიღიმა და ისიც გავიდა სახლიდან,  ბათაკა აპარეკასთან ერთად გავიდა სახლიდან, მერე ხევისბერთან ქონდა რაღაც საქმე. თითქოს სპეციალურად დატოვეს მარტო.  მართალია უკვე ისეთი "დიდი" იყო რომ სწორფერი ჰყავდა,   მაგრამ გული ისევ პატარა ბავშვის ჰქონდა. ბუხარს მიუჯდა, ცრემლებმა ისევ დაუსველეს ღაწვები, ისევ ატირდა პატარა ბავშვივით, სანამ აპარეკა აქ იყო მის წასვლას ლამობდა ახლა კი საშინელი სურვილი დაებადა მის გვერდით ყოფილიყო. ოთახის კუთხეში საქსოვი ძაფები დაედო შუქიას, მზევინარმა აიღო და ქსოვა დაიწყო, წესი იყო აპარეკასთვის საჩუქრები უნდა ეჩუქებინა.ხმადაბლა ბუტბუტებდა : "წინდას მავუქსოვ, წეს ას ასეთი, თორე მე რად უნდა ვაჩუქო?!  მაგისას აგე ბათაკას მივცემდი, მარა ჩემი სწორფერია, წეს ას, მე არ მინდა რო ვაჩუქო ..."  ცდილობდა საკუთარი თავი მოეტყუებინა.  ამ სიტყვებით  ლამისიყო ერთი ცალი დაემთავრებინა, რო  აპარეკა დაადგა თავზე
-ქალაუ  რას აკეთებ? - შეეკითხა სიცილით
- მე კიარა შენ რაგინდა აქა ?
- ბათაკასთან მავედი, აბა შენთანა რამინდა . რასა ქსოვ?
-შენი საქმე არ ას
-მაშ აგრე ?
-აგრე!
-ჯერ პატარა ხარ და მაინც გეტყობა რა რჯულისაცა ხარ-გადაიხარხა ვაჟმა
- აბა ვაჟავ მეტისმეტი არ მაგივიდეს!
-გეტყობა ხევსურ ქალობა,  ჯერ ბალღი თავს არავის აჩაგვრინებ
-ვინ არი ბალღი?
- მშვიდობით იყავ მზევინარ, ბათაკა როსღა მოვიდეს  უთხარი გამაგიარაო
-არ იტყვის მაგას მზევინარი
-რათა ?
-მზევინარი ბალღია და ბუტიაა ამიტომ არ ეტყვის ბათაკას
-წყობიდამ არ გამამიყვანო ქალავ!
- შენა მიდიხარ თუ არა ?
-მივდივარ
-ჰოდა აქ რას მიდგახარ?
 აპარეკამ ერთი თვალები დაუბრიალა და სახლიდან გავიდა, როგორც კი მამაკაცი თვალს მიეფარა მზევინარს სიცილი აუტყდა
-მაშა, მაშა როგორ მეუბნებოდა-ხმა დაიბოხა და მიბაძა- "წყობიდან არ გამამიყვანო ქალავ" !
ამაზე კინაღამ ისტერიკა დაემართა ბოლოს  სამფეხა სკამზე ჩამოჯდა და ისევ ქსოვას მიუბრუნდა თან ღიღინებდა :
                           ”ზეცას შახენეო აპარეკავ,
                           მთვარე დათვისჯვრისკენ იტოლება,”
                           ”ქალავ შავ თვალთ რაად მაპარებავ,
                           ანამც ჭერხოში რად მიყოლებავ?!”
უცებ ყურები ცქვიტა, თითქოს  რაღაც უცნაური გაიგონა წამოხტა და ხმამაღლა დაიწყო საუბარი
-მე შავი თვალები მაქვს. აპარეკაც მყავს სწორფერი... ჭერხოშიც ვიყავით ერთად...  დათვალებსაც ხშირად ვაპარებ...

სახეზე წამოწითლდა და ისევ სამფეხა სკამზე ჩამოჯდა კერისთან უფრო ახლოს მივიდა ხელები მიათბო, მერე ისევ დაიწყო ქსოვა და ისევ ღიღინებდა    
                        ”დღეს მე შენ სწორფერი ვიქნებიო,
                         ღამე გავიტანათ საუბარით.”
                        ”ქალავ, ნუ ამირი ფიქრებიო,
                        მამშორდ გაიგონე ნაუბარი!”
                       ზეცა უკეცია ვარსკვლავთ ფარდას,
                        მთვარეც გაწეულა დათვისჯვრისკენ,
                        ”ვაჟავ, სად წახვედი, აღარ სჩანხარ,
                       ნეტავ, შენ სწორფერსამც დამიცდიდე.”
                       ღამე უტეხია მათ საუბარს,
                       დილა გათენებულ ნამიანი,
                      რიჟრაჟს არყიანი ბოთლა უყვარს,
                      ბოთლა ნაჭრელიან-სასმლიანი.
                      სწორფერმ მიუტანა ბოთლით არაყ,
                      დილამ შუადღისკენ გაიწია,
                      კაცმა ყანწით სასმელ გადაცალა,
                       მერე ეშმაკურად ჩაიცინა.
                      ქალმა ლუკმა მისცა… თავ დახარა,
                      ”კიდევ ერთი სთქვიო ხევსურისა…”
                      სასმელმ კაცის გონი გადაფარა,
                      (თანაც ის სწორფერი გვერდს უზის და…)
                     ”… რაებს ვაზრობ ღმერთმა მარისხას და…” -
                     შერცხვა, გადაეკრა სახადის ფერ,…
                     ნელა გადავიდა დათვისჯვარს და
                      ბილიკს გადაუყვა ხახმატისკენ.


სიმღერას რომ მორჩა უკვე ერთი წყვილი წინდა დაემთავრებინა, შეათვალიერა, ასეთი ლამაზი არასდროს გამოსვლოდა. მარჯვენა ლოყა ჩაეჩხვლიტა. წამოდგა და ღიღინით ჩადო სკივრში. ბათაკა მალე მოვიდა მზევინარმა, რა თქმა უნდა, არ გადასცა აპარეკას დანაბარები, იცოდა საღამოს მაინც მოვიდოდა. მალე შუქიამაც შემოაღო სახლის კარები.ბათაკამ ქალებს უთხრა რომ დღეს მათთან სტუმარი  მოვიდოდა შორიდან ჩამოსული.  მერე მზევინარს შეხედა და გააფრთხილა რომ იმ ღამეს ის სტუმრის სწორფერი უნდა ყოფილიყო. გოგონას სახე ერთიანად ნაღველმა დაფარა ბანზე ავიდა და იქიდან უყურებდა მთვარეს. დაუფარავად იცრემლებოდა. რა თქმა უნდა, იცოდა რომ ოდესმე აპარეკას გარდა შეიძლება სხვისი სწორფერიც აღმოჩენილიყო, მაგრამ ახლა მის მოღალატედ თვლიდა თავს და საკუთარი თავი ეზიზღებოდა. უეცრად მხარზე შეხება იგრძნო. აპარეკა  გაოცებული შეცქეროდა გოგონას.


Комментариев нет:

Отправить комментарий